ვეფხისტყაოსანის ნახევარზე მეტი
1587 სტროფიდან 863 დაწერილია ,,ოქროს კვეთით“
ვეფხისტყაოსნის
თითოეულ სტროფში 4 კარედი და 16 მარცვალია. მათი საზღვარი
ზუსტად
სიტყვების გასაყარზე მოდის. ეს დაყოფა ნახევარკარედებში ორგვარია: 4/4 – სიმეტრიული და 5//3, ან 3//5 – ასიმეტრიული. პირველს
მაღალი შაირი ეწოდ ება, მეორეს– დაბალი, რომელიც ო.კ.-ის პროპორციითაა აგებული (5,3//3,5;
3,5//5,3; 3,5//3,5; 5,3//5,3). მაგ.:
“გახარებოდა ხვარაზმშას // სიხარულითა
დიდითა;”
“მიღწვიან, მომიგონებენ // დამლოცენ,
მოვეგონები.”
თითოეული
სტრიქონი ორი ნაწილისაგან შედგება. ვუწოდოთ მათ ნახევარსტრიქონები. ეს
უკანასკნელები 8 მარცვლისაგან შედგება. საინტერესოა, რომ არა გვაქვს შემთხვევა,
როცა სიტყვის ნაწილი ერთ-ერთ ნახევარსტრიქონშია, მეორე-მეორეში. თითოეულ
ნახევარსტრიქონში ორ-ორი სიტყვაა-სამმარცვლიანი და ხუთმარცვლიანი. თუ შევეცდბით და
8-ს ოქროს კვეთის პროპორციით გავყოფთ, მიახლოებით 3 და 5-ს მივიღებთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий